cropped-postcard_01-13.jpg

Every day, I met with women who were beaten, raped, married by force, homeless, whose children could not be healed, and who worked endless days. I talked with them and recorded interviews in order to collect data for my PhD in anthropology. But one day something changed in me. “What am I doing? What is it all for?” I started asking myself. I felt that I could no longer collect these stories as one gathers mushrooms after the autumn rain. Suddenly I understood that I wanted everybody around me, here and now, to listen to these voices and feel as disturbed as I was. I wanted all of them – and especially people with perfect make-up sitting in restaurants, and slowly drinking their Martinis in the rythm of thier bright futures  –  to listen to these stories…

Supra of Her Own, an exhibition about gender-based violence against women in Georgia, is a collaboration between an artist Tamuna Chabashvili, an anthropologist Agnieszka Dudrak, the Georgian NGO Anti-Violence Network of Georgia, and the Independent Group of Domestic Violence Survivors “გესმით ქალის ხმა?!” (Do You Hear the Woman’s Voice?!). Supra of Her Own is an exhibition about the invisibility of women’s painful experiences and about novel ways of making these public. The exhibition does not aim to create an exhaustive list of the different types of gender-based violence against heterosexual women, but points at its diversity and encourages women to speak about and interpret these experiences. The exhibition was hosted by Nectar Gallery in Tbilisi (June-July 2014), Contemporary Art Space in Batumi (18-30 October 2014), and “NEW-ნადიმი-2014” in Telavi (3-4 November 2014).

The exhibition is based on in–depth interviews with twenty women who experienced gender-based violence and is composed of several components: an installation by Tamuna Chabashvili, a sound installation and video by Agnieszka Dudrak, a sound installation by Eliza Proszczuk, a performance by Mareike Wenzel, art objects created by members of the Independent Group of Domestic Violence Survivors “გესმით ქალის ხმა?!” (Do You Hear the Woman’s Voice?!), and lectures and film screening.

The authors of the project:

  • Project initiated by Tamar Chabashvili, Agnieszka Dudrak
  • Supra installation by Tamar Chabashvili
  • Video by Agnieszka Dudrak
  • Sound installations by Agnieszka Dudrak, Eliza Proszczuk
  • Performance: Mareike Wenzel
  • Text editors: Myrthe Korf, Nino Khutsishvili
  • Sound editor: Beka Quparashvili 

Project is kindly supported by: Mondriaan Fund (The Netherlands), South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation (Georgia)

Druck    mondrain logo


იმ დროს ყოველდღიურად მიწევდა შეხვედრა ნაცემ, გაუპატიურებულ, იძულებით გათხოვილ, უსახლკარო ქალებთან, რომელთა შვილებსაც მკურნალობა არ ეწერათ და რომლებიც დღეში უთვალავ საათს მუშაობდნენ. მე ვესაუბრებოდი მათ, ვიწერდი ინტერვიუებს, ვაკეთებდი ჩანაწერებს. ერთი სიტყვით,  სკრუპულოზურად ვაგროვებდი მასალას ანთროპოლიგიის სფეროში ჩემი სადოქტორო ნაშრომისთვის საქართველოში არსებული გენდერული ძალადობის შესახებ. მაგრამ ერთ დღეს ჩემში რაღაც შეიცვალა. რას ვაკეთებ აქ? რისთვისაა ყოველივე ეს? – ვკითხე საკუთარ თავს. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ აღარ შემეძლო ამ ისტორიების სოკოებივით შეგროვება. უცებ მომინდა, რომ  აქ და ახლავე  მოესმინა ყველას  ეს ისტორიები და ისევე შეწუხებულიყო, როგორც მე. მომინდა ყველას მოესმინა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კარგად ჩაცმულ-დახურულები და გამოპრანჭულები, რესტორანში მოკალათებულნი ნება-ნება წრუპავენ მარტინის. მომინდა,  ეს ისტორები მოესმინა შარდენის ქუჩის ყველა სტუმარს, რომელთაც წინ ბრწყინვალე მომავალი ელით.

“საკუთარი სუფრა“ არის საქართველოში ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისადმი მიძღვნილი  გამოფენა, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სუბიექტმა. ესენი არიან: მხატვარი თამუნა ჭაბაშვილი, ანთროპოლოგი აგნეშკა დუდრაკი, არსამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დამოუკიდებელი ჯგუფი „გესმით ქალის ხმა?“. „საკუთარი სუფრა“ მოგვითხრობს ქალთა მტკივნეულ გამოცდილებაზე  და ცდილობს იპოვოს ამ გამოცდილების საზოგადოებისთვის გაზიარების გზები.

გამოფენის მიზანი არ გახლავთ ჰეტეროსექსუალ ქალთა მიმართ განხორციელებულ გენდერულ ძალადობათა ამომწურავი სიის შექმნა.  ის მხოლოდ გადმოგვცემს ძალადობის მრავალგვარობას და მოუწოდებს ქალებს თავადვე ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე. გამოფენას  უმასპინძლა გალერეა „ნექტარმა“ თბილისში (24 ივნისი-30 ივლისი, 2014 წ.), „თანამედროვე ხელოვნების სივრცემ“ ბათუმში  (18-30 ოქტომბერი, 2014წ.) და ფესტივალმა „NEW ნადიმი 2014″  თელავში (3-4 ნოემბერი, 2014წ.).

გამოფენა დაფუძნებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილ სიღრმისეულ ინტერვიუებზე და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ესენია: თამაუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია, აგნეშკა დუდრაკის ხმოვანი და ვიდეო ინსტალაცია; ელიზა პროშჩუკის ხმოვანი ინსტალაცია; მარეიკე ვენცელის პერფომანსი; ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დამოუკიდებელი ჯგუფის „გესმით ქალის ხმა?“ წევრთა მიერ  შექმნილი ნამუშევრები და ლექცია/ფილმების ჩვენება.

  • პროექტის ინიციატორი: თამარ ჭაბაშვილი, აგნეშკა დუდრაკი
  • ინსტალაცია „სუფრა“: თამარ ჭაბაშვილი
  • ვიდეო: აგნეშკა დუდრაკი
  • ხმოვანი ინსტალაცია: აგნეშკა დუდრაკი, ელიზა პროშჩუკი
  • პერფორმანსი: მარეიკე ვენცელი
  • ფოტო: ნინი ალავიძე, ივა ხარაძე
  • რედაქტორები: თამარ ჭაბაშვილი, აგნეშკა დუდრაკი
  • ტექსტის რედაქტორები: მირთე კორფი, ნინო ხუციშვილი
  • ხმის რედაქტორი: ბექა ყუფარაშვილი
პროექტის მხარდამჭერები: მონდრიანის ფონდი (ნიდერლანდები), ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

Druck    mondrain logo

 

Leave a comment